ფეხბურთი

14:45 | 6.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: “ვან დეიკის გოლი ზღაპარია”

ჰოლანდიელ ვირჯილ ვან დეიკს “ლივერპულში” შესანიშნავი დებიუტი ჰქონდა. მერსისაიდული დერბის დასრულებამდე 5 წუთით ადრე “წითლების” მცველმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს პრინციპულ მეტოქესთან მოაგებინა.

თამაშის შემდეგ იურგენ კლოპმა ვან დეიკის გოლი ზღაპარს შეადარა:

“ვან დეიკის გოლი – ეს მსოფლიოს ზღაპარია. ამიტომ, ვფიქრობ, განსაკუთრებული მომენტია. რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან თავიდან ვფიქრობდი, რომ ლოვრენი და კლავანი მეთამაშებინა, მაგრამ მათ ბოლო კვირებში ბევრი მატჩი ჩაატარეს და ამიტომაც, გადაწყვეტილება შევცვალე.

ვან დეიკი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მან ბევრად უკეთ ითამაშა,ვიდრე ველოდი, რადგან სადებიუტო შეხვედრის ჩატარება ყოველთვის რთულია. მატჩამდე ვუთხარი ვირჯილს, რომ ეთამაშა ისე, როგორც შეუძლია ამის გაკეთება”, - აღნიშნა მატჩის შემდეგ კლოპმა.

შეგახსენებთ, “ლივერპულმა” ინგლისის ასოციაციის თასის 1/32 ფინალში “ევერტონი” 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111202