ფეხბურთი

16:07 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორ დაიჭირა მეკარემ ბურთის ნაცვლად თანაგუნდელის თავი?

ლონდონური დერბი “ტოტენჰემსა” და “ვესტ ჰემს” (1:1) შორის ფრედ დასრულდა. პედრო ობიანგმა და ჰონ მინ სონმა ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანეს, მაგრამ არანაკლები ყურადღების ცენტრში მოექცა მატჩის 35-ე წუთზე მომხდარი ეპიზოდი – “ჩაქუჩების” მეკარე ადრიანმა ბურთის ნაცვლად თანაგუნდელ ჩეიკ კუიატეს თავი დაიჭირა.

ბუნებრივია, მატჩის შემდეგ ეს ფოტო ხუმრობის საბაბი გახდა. მათ შორის, “ვესტ ჰემმა” და თავად ესპანელმა მეკარემაც გაიხუმრეს:

“ეს მომენტი, როდესაც ადრიანს ბურთი კუიატეს თავი ეგონა”, - წერს ტვიტერის გვერდზე “ვესტ ჰემი”.

იხუმრა ეპიზოდის მთავარმა გმირმა ადრიანმაც:

“თუ ნახეთ ეპიზოდი, დაინახავდით, რომ მანამდე ბურთი ჩემს ხელში იყო, მაგრამ კუიატეს კისრის მოტეხვა სჭირდებოდა და შევეცადე დავხმარებოდი... ვწუხვარ, ორი სამუშაო მაქვს – გოლისგან გუნდის გადარჩენა და თანაგუნდელების დახმარება”, - განმარტა ადრიანმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11893