ფეხბურთი

16:35 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კეპამ "რეალში" სამედიცინო შემოწმება გაიარა

ბილბაოს “ატლეტიკის” მეკარე კეპა არისაბალაგა კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. Marca-ს ინფორმაციით, 23 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და მალე ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

კეპას სანაცვლოდ “რეალს” 20 მილიონი ევროს გაღება მოუწევს, ხოლო მეკარეს “სანტიაგო ბერნაბეუზე” მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ ესპანურმა მედიამ კიდევ ერთი ცნობა გაავრცელა, რომლის თანახმადაც არისაბალაგამ მადრიდულ გუნდთან 6-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.

კეპა არისაბალაგა “ბილბაოს” აკადემიის აღზრდილია. ბასკმა კიპერმა ძირითად შემადგენლობაში ფეხი გასულ წელს მოიკიდა, ხოლო მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში 14 შეხვედრა ჩაატარა. “ბილბაოსთან” ხელშეკრულება მას 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1095