ფეხბურთი

1:04 | 5.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" "იუვენტუსის" ფეხბურთელი გაიფორმა

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მარკო პიაცა კარიერას გელზენკირხენის “შალკეში” გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია გერმანულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

პიაცა “ველტინს არენაზე” მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებით ითამაშებს. “შალკეს” სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა არ შეეძლება, შესაბამისად, ხორვატი 6 თვის შემდეგ ისევ იტალიაში დაბრუნდება.

“ვესაუბრე მთავარ მწვრთნელს, რომელმაც გამანდო თავისი იდეები და მომეწონა. იმედია, ახლა გაცილებით მეტი სათამაშო დრო მექნება”, - აღნიშნა პიაცამ.

22 წლის მარკო პიაცა “იუვენტუსმა” 2016 წელს ზაგრების “დინამოდან” 23 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში მან “ბებერი ქალბატონის” ღირსება 20 მატჩში დაიცვა და ერთი გოლი გაიტანა. გასული წლის 28 მარტს კი მძიმე ტრავმა მიიღო და რის გამოც, მიმდინარე სეზონში “იუვენტუსის” რიგებში არ უთამაშია. უთამაშებლობის მიზეზი გარდა ტრავმისა, დიდი კონკურენციაც გახლდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111173