ფეხბურთი

20:03 | 4.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორინოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

იტალიის სერია A-ს ბინადარ "ტორინოს" ამიერიდან ვალტერ მაცარი გაწვრთნის. ტურინული გუნდის ვებგვერდი აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად ადასტურებს და მხარეებს შორის კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

მაცარიმ, რომელიც ბოლოს ინგლისურ "უოტფორდში" მუშაობდა, სინიშა მიხაილოვიჩი ჩაანაცვლა. სერბი წარუმატებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.

56 წლის ვალტერ მაცარის სხვა და სხვა დროს "პისტოიეზე", "ლივორნო", "რეჯინა", "სამპდორია", "ნაპოლი" და "ინტერი" გაუწვრთნია.

"ტორინო" სერია A-ში 25 ქულით მეათე ადგილზეა, ხოლო იტალიის თასის გათამაშებას 1/4 ფინალიდან გამოეთიშა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსთან" (0:2) დამარცხდა.

0.109276