ფეხბურთი

19:17 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დინამომ" ივანიშვილი დაიმატა

საჩხერის “ჩიხურას” ყოფილი თავდამსხმელი გიორგი ივანიშვილი კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის ვებგვერდიის ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელთან 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის დამატებას “დინამო” გასულ ზაფხულსაც სცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი მაშინ არ შედგა.

იავნიშვილი “ჩიხურას” რიგებში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 45 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. მანამდე კი “ცხინვალის”, “ბელინცონას”, “შაფჰაუზენისა” და “ვოლენის” რიგებში ირიცხებოდა.

0.120659