ფეხბურთი

20:00 | 3.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტე კიელინის ტრანსფერს გამორიცხავს

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მის გუნდში ჯორჯო კიელინის გადასვლას გამორიცხავს. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კიელინი კარიერას “იუვენტუსში” დაასრულებს და ამიტომ ამ ტრანსფერზე მუშაობას არ აპირებს.

“კიელინი “ჩელსის” სამიზნეა? – უნდა ვიყოთ რეალისტები. ჯორჯო ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ვფიქრობ, კარიერას “იუვენტუსში” დაასრულებს. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნება”, - აღნიშნა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, მაგრამ ჯერჯერობით, ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა. ამიტომაც, 33 წლის იტალიელი “ჩელსის” დაუკავშირეს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონტეს გარდა, თავად კიელინიმაც უარყო, რომლის განცხადებითაც ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს და კონტრაქტს ახლო მომავალში გაახანგრძლივებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110675