ფეხბურთი

23:40 | 29.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხოაკინი: "ბეტისი ჩემი ცხოვრებაა"

"ბეტისის" ცოცხალმა ლეგენდამ ხოაკინ სანჩესმა გუშინ სევილიურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ "ბეტისი" მისი ცხოვრებაა.

"ეს ჩემთვის განსაკუთრებული დღეა, ეს კლუბი ჩემი ცხოვრებაა. აქ როდესაც მოვედი, ბავშვი ვიყავი. "ბეტისმა" ყველაფერი მასწავლა, სიყვარული, სიხარული, იმედგაცრუება, ტირილი. "ბეტისი" მთელი ჩემი ცხოვრებაა.

სადაც მე ახლა ვთამაშობ, ეს არის შესანიშნავი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი. პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი, თანაგუნდელები, სამწვრთნელო შტაბი და ა.შ.

თანამედროვე ფეხბურთი და მისი სათამაშო სტილი შეიცვალა. ბოლო წლებში მე ვითამაშე გამთამაშებლის პოზიციაზე, მარცხენა ფლანგზე და დაცვითი ფუნქციებიც შევითავსე, თუმცა ჩემი ფეხბურთი მაინც იგივე რჩება.

ძალიან დიდი ენთუზიაზმი გამაჩნია და ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მიმაჩნია, რომ ვძლიერდებით და მალე დიდ "ბეტისს" ვიხილავთ. ეს ჩემი ოცნებაა და ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ", - განაცხადა 36 წლის გარემარბმა.

ხოაკინი "ბეტისის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და ძირითად გუნდში დებიუტი 2000 წელს ჰქონდა. 2006 წელს მან მშობლიური კლუბი დატოვა და "ვალენსიაში" გადავიდა, სადაც ხუთი სეზონის განმავლობაში ითამაშა და "მალაგას" მიაშურა, ხოლო 2013 წელს უცხოეთში ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა და "ფიორენტინას" შეუერთდა, რომლის ღირსებაც ორი სეზონი დაიცვა და 2015 წელს "ბეტისში" დაბრუნდა. ხოაკინს "მწვანეების" მაისურით სულ 335-ჯერ უთამაშია და 42 გოლი აქვს გატანილი.

სანჩესი ესპანეთის ნაკრების ღირსებას 2002-2007 წლებში იცავდა და 51 მატჩში 4 ბურთი შეაგდო. მას ორ მუნდიალზე და ევროპის ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119314