ფეხბურთი

13:48 | 28.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დი მარიას “ბარსელონამდე” ერთი ნაბიჯი აშორებს

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ანხელ დი მარია, შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კატალონიის “ბარსელონაში” გადაბარგდეს.

A Bola-ს ინფორმაციით, ესპანური კლუბის წარმომადგენლები 29 წლის მოთამაშესთან მოლაპარაკებას უკვე აწარმოებენ.

როგორც ცნობილია, არგენტინელი კატალონიურ გრანდში ფელიპე კოუტინიოს ალტერნატივად მოიაზრება, რადგან ბრაზილიელი მოთამაშე “ლივერპულის” დატოვებას არ გეგმავს. “ბარსა” დი მარიას ნაცვლად პსჟ-ს 45 მილიონ ევროს და ბონუსებს სთავაზობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თავად არგენტინელი “ბარსელონას” რიგებში გადაბარგებით დაინტერესებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის რამდენიმე წელი მადრიდის “რეალში” თამაშობდა.

0.111878