ფეხბურთი

20:39 | 27.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში 2017 წლის სეზონის საუკეთესოები გამოვლინდნენ

27 დეკემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
GFF AWARDS 2017-ზე ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის წლის საუკეთესოები დაასახელეს. რჩეულთა გამოსავლენად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ეროვნული ლიგის თითოეული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და თერთმეტმა ფეხბურთელმა. სპეციალური პრიზები მიიღეს:

2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და თავდამსხმელმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელიც ასევე 25 გატანილი გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (თბილისის „ლოკომოტივი“)

2017 წლის სეზონის საუკეთესო მეკარემ როინ კვასხვაძემ (ქუთაისის „ტორპედო“)

2017 წლის სეზონის საუკეთესო მცველმა ლაშა თოთაძემ (თბილისის „დინამო“).

2017 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა (თბილისის „საბურთალო“)

2017 წლის სეზონის საუკეთესო ლეგიონერმა, კოტ დივუარელმა ანტე გიმ („სამტრედია“)

2017 წლის სეზონის საუკეთესო გოლი გრიგოლ დოლიძე (ქუთაისის „ტორპედო“)

2017 წლის სეზონის წლის საუკეთესო მწვრთნელმა კახაბერ ჩხეტიანმა (ქუთაისის „ტორპედო“)
ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა და ბომბარდირმა დათა სიჭინავამ („რუსთავი“, 30 გოლი)

ეროვნული ლიგა 2-ის 2017 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელმა ვარლამ კილასონიამ („რუსთავი“)
GFF AWARDS 2017-ზე სეზონის სიმბოლური ნაკრები დასახელდა:

ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ეროვნული ლიგის ფენტეზის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულ გიორგი არჩვაძეს 3000 ლარი გადაეცა, მეორე ადგილოსან გაგი კირთაძეს 2000, მესამე ადგილი კი, შალვა ჯანაშვილმა დაიკავა და მან ფეხბურთის ფედერაციისგან 1000 ლარი მიიღო.

დღევანდელ ღონისძიებაზე, ფეხბურთის ფედერაციის პარტნიორმა კომპანია GFM STUDIO-მ, რომელმაც მიმდინარე წელს ეროვნული ლიგის მატჩების ტრანსლაცია განახორციელა, საუკეთესო რესპოდენტი ფეხბურთელი და საუკეთესო რესპოდენტი მწვრთნელი დაასახელა. აღნიშნულ ნომინაციაში სპეციალური პრიზი მიიღეს ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი შაშიაშვილმა და თბილისის „დინამოს“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილმა.

erovnuliliga.ge

0.122147