ფეხბურთი

19:18 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მონტელა “სევილიას” მწვრთნელად მოიაზრება

იტალიური “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ, შესაძლოა, ესპანური “სევილია” ჩაიბაროს.

ევროპული მედია წერს, რომ “ნერვიონელების” წარმომადგენლები მილანში ჩავიდნენ და იტალიელ სპეციალისტთან წინასწარი მოლაპარაკებები გამართეს.

AS-ის ინფორმაციით, ესპანური კლუბისთვის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი ის გახლავთ, რომ მონტელას არცთუ ისე წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა.

“სევილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მონტელას გარდა ხავი გრასიას განიხილავენ, რომელიც ბოლოს “რუბინს” წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112148