კალათბურთი

12:19 | 26.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“გოლდენ სტეიტმა” “კლივლენდს” ფაჩულიას გარეშე მოუგო

ნბა-ში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, შობის საღამოს ერთმანეთს განსაკუთრებულად საინტერესო წყვილები ხვდებიან. მე-3 წელია, 25 დეკემბერს ერთმანეთს უპირისპირდებიან “გოლდენ სტეიტი” და “კლივლენდი”, რომლებიც სწორედ ამდენი წელია, ერთმანეთს ლიგის დიდ ფინალშიც ხვდებიან.

“გოლდენ სტეიტმა” და “კლივლენდმა” ამჯერადაც ითამაშეს და შეხვედრა ზაზა ფაჩულიას გუნდის გამარჯვებით – 99:92 დასრულდა. მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ცენტრს, რომელიც ტრავმირებულია და სადაცაა ერთი თვე შესრულდება, რაც მოედანზე არ გამოჩენილა. არადა, იყო იმედი, რომ ფაჩულია “კლივლენდთან” მოედანს დაუბრუნდებოდა, თუმცა განაცხადში მყოფი ქართველმა მოედანზე არ შესულა.

შეხვედრის ბედი ბოლო წუთებზე, ოკლენდელების სასარგებლოდ გადაწყდა. “გოლდენ სტეიტს” აკლდა ერთ-ერთი ლიდერი სტეფ კარიც, ვის არყოფნაშიც გუნდს კევინ დიურანტმა (25 ქულა), კლეი ტომპსონმა (24) და სამმაგი დუბლის – 12 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი) მიმთვლელმა დრეიმონდ გრინმა ულიდერეს.

27 მოგებითა და 7 მარცხით “გოლდენ სტეიტი” დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზეა. მომდევნო მატჩს ოკლენდელები 28 დეკემბერს, შინ “იუტასთან” გამართავენ.

gbf.ge

0.123401