ფეხბურთი

11:52 | 25.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "დღევანდელი "ბაიერნი" უფრო ძლიერია, ვიდრე 70-იანი წლების"

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ დღევანდელი “ბაიერნი” უფრო ძლიერია, ვიდრე 70-იანი წლების. როგორც “კალემ” გერმანულ მედიას განუცხადა, “რეკორდმაისტერი” ისეთი დომინანტი არასდროს ყოფილა, როგორც დღესაა.

“ბუნდესლიგა ზედიზედ ხუთჯერ მოვიგეთ და ამით ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ. მიჯრით მეშვიდე სეზონია, როდესაც პირველ წრეს პირველ ადგილზე ვასრულებთ. ამჟამად კონკურენტთან 11-ქულიანი უპირატესობა გვაქვს. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანიის თასზეც ვაგრძელებთ ტიტულისთვის ბრძოლას. ვფიქრობ, ეს შესანიშნავია! ასეთი დომინირება “ბაიერნს” 70-იან წლებშიც არ ჰქონია.

ჰაინკესის დაბრუნება ბრწყინვალე გამოდგა. 16 თამაშიდან 15 მოვიგეთ მას შემდეგ, რაც იუპი “ბაიერნში” დაბრუნდა. მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო კარლო ანჩელოტის, რომელმაც ზედიზედ მეხუთედ მოგვაგებინა ბუნდესლიგა”, - განაცხადა რუმენიგემ.

დღევანდელი “ბაიერნის” შედეგებზე ციტატაში ნაწილობრივ რუმენიგემ ისაუბრა. რაც შეეხება 70-იანი წლების “ბაიერნს”, მაშინდელი გუნდის მთავარი მიღწევა ჩემპიონთა თასის ზედიზედ სამჯერ მოგებაა 1974-1976 წლებში. კარლ-ჰაინც რუმენიგე “ბაიერნის” ღირსებას ფეხბურთელის რანგში 1974-1984 წლებში იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111982