სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:32 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"კლასიკოს" კლასიკა...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ვერ ვიტყვით, რომ ისეთი “კლასიკო” ვნახეთ, აქამდე უკეთესი არ გვინახავსო. თუმცა, “სანტიაგო ბერნაბეუზე” ერთი მეორეზე უკეთ მომზადებული გუნდი თამაშობდა და გამარჯვებაც დამსახურებულად იზეიმა. გამარჯვება, რომლიც ვინძლო, საჩემპიონოც იყოს.

“ბლაუგრანას” უპირატესობა ძალიან დიდია და ახლა რამდენიც არ უნდა იძახოს ერნესტო ვალვერდემ დიპლომატიურ სტილში, ჯერ მთავარი ბრძოლები წინააო, გულის სიღრმეშიც თვითონაც დარწმუნებულია, რომ “ბარსას” ჩემპიონობისკენ ძალზე დიდი ნაბიჯი აქვს გადადგმული.

ვალვერდე მატჩამდეც არ იყო ეიფორიაში და არც ნამატჩევს შეუცვლია აზრი:

“ბედნიერები ვართ, რადგან გავიმარჯვეთ უძლიერესი მეტოქის მოედანზე. მაგრამ ჯერ არაფერი დასრულებულა და ბევრი თამაში ისევ წინაა. “ბარსელონას” დღევანდელი მდგომარეობა არაფერს ნიშნავს, ყველაფერი მომავალში გაირკვევა. “რეალი” ცდილობდა ჩვენი ფეხბურთი არ გვეთამაშა, თუმცა თანდათან შევქმენით სახიფათო მომენტები”.

ისე, პატივცემულმა ერნესტომ ვიზავი ზიდანი აშკარად დაჯაბნა. ყოველშემთხვევაში შორიდან ასე გამოჩნდა. “ბარსელონამ” პირველ ტაიმში მეტოქეს თამაში დაუთმო, ხოლო მეორე ნახევარში მოედანზე ახალი ძალებით გავიდა და ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, რომ “ბარსა” მოედანზე მხოლოდ 46-ე წუთიდან შევიდა. ეს არ ყოფილა ერთი კაცის შოუ მაგალითად, როგორც კატალონელთა გენერალურმა დირექტორმა გილერმო ამორმა თქვა. თუმცა იყო კოლექტიური შოუ, რომელსაც რიგ ეპიზოდებში თავისი გმირები ჰყავდა. გოლებიც გუნდური მოქმედების შედეგი იყო.

“სანტიაგო ბერნაბეუზე” 90 წუთში საკმაოდ საინტერესო ფაქტებიც დაფიქსირდა – მაგალითად, “ბარსელონამ” ისტორიაში პირველად მოახერხა, რომ მადრიდში ზედიზედ სამჯერ (ლა ლიგის ეგიდით) მოიგო “ელ კლასიკო”. ის რად ღირს, რომ ლეო მესიზე მეტი გოლი “რეალის” კარში არცერთ სხვა ფეხბურთელს არ აქვს გატანილი და ესეც ყველა დროის რეკორდია. ან თუნდაც ის, რომ ლუის სუარესმა “სამეფო კლუბი” მეხუთედ დაამწუხრა და მას მერე, რაც “ბარსელონაშია”, ზიდანის გუნდის კარში ამაზე მეტი სხვას არ გაუტანია. იქვე, მესის ზედიზედ მეათე სეზონი დაუგროვდა ისეთი, რომელშიც მინიმუმ 15 გოლი გაიტანა ესპანეთის ჩემპიონატში. მოკლედ, როგორც ხედავთ, “ბარსელონამ” არამარტო “კლასიკო” მოიგო, არამედ პატარ-პატარა რეკორდებიც დაამყარა.

ზინედინ ზიდანი კი ამასობაში დასვენებაზე ფიქრობს. ფრანგს სხვა ალიბი ნამატჩევს არ აღმოაჩნდა და გამუდმებით იმეორებდა, ახლა შობას კარგად გავატარებთ და მერე ნახეთ, რა ძლიერები დავბრუნდეთო:

“თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ მეორე ტაიმში თავი ცუდად დავიცავით, რამდენიმე შეცდომაც დავუშვით. ამ მატჩის ბედი დეტალებმა გადაწყვიტეს. ცუდია, მაგრამ ეს ფეხბურთია.

დამწუხრებულები ვართ მარცხით, თუმცა ეს არაფერს ცვლის და საკუთარი თავი არ უნდა დავკარგოთ. ახლა შვებულებაში კარგად უნდა დავისვენოთ, დრო ოჯახთან ერთად გავატაროთ და დავბრუნდეთ, რადგან არაფერი დასრულებულა.

რაც შეეხება ძირითად შემადგენლობას, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. კოვაჩიჩი მესის გასაკონტროლებლად ვათამაშე და ეს მატჩის დაწყებამდე გადავწყვიტე”.

ზიდანმა ჩანაფიქრშივე წააგო “კლასიკო”. არ გაამართლა ფრანგის ჩანაფირმა, რაზეც ციტატის ბოლოს იყო საუბარი. მატეო კოვაჩიჩი კი არა, ლეო მესის დამჭერი მოედანზე საერთოდ არ მოიძებნებოდა. ვერც ტაქტიკურ თამაშში “გაარტყა” “ზიზუმ” – პირველი გოლიც ამის შედეგი გამოვიდა. კოვაჩიჩი უბურთოდ მორბენალ მესის მისდევდა თითქოს ფიცი ჰქონდა დადებულიო და ამ დროს ივან რაკიტიჩმა ისე მიირბინა მასპინძელთა საჯარიმოში, ვითომ არაფერი – გოლიც გავიდა და მერე “რეალი” თამაშში ფაქტობრივად არ ყოფილა.

ლეომ პირადი დუელიც მოუგო კრიშტიანუს. პორტუგალიელმა მეორე წუთზე გაიტანა, მაგრამ თამაშგარეში იყო და სიმართლე რომ ვთქვათ, იქედან მატჩის საფინალო სასტვენამდე არც გამოსულა. არგენტინელმა კი პირიქით - არცთუ მომხიბვლელი პირველი ნახევრის შემდეგ თავისი ხმამაღალი სიტყვა კიდევ ერთხელ თქვა. ალბათ, სიმბოლურიც გახლდათ, რომ ალეიშ ვიდალის გოლამდე, მესის საგოლე პასი რონალდუს გავლით მივიდა. არაფერი, მაგრამ მაინც უნდა ითქვას, მესიმ საგოლე პასი ისე გააკეთა, რომ ერთ ფეხზე ბუცი არ ეცვა, თუმცა ამანაც ვერ დააკლო ვერაფერი...

არ ვიცით, ვალვერდემ ცინიკურად აღნიშნა თუ არა, მაგრამ ისე, სადღაც სიმართლესთან ახლოსაა მისი ასეთი განცხადება:

“მეტოქემ კი უმცირესობაში უფრო მეტი საგოლე მომენტი შექმნა, ვიდრე მაშინ, როდესაც 11 ფეხბურთელით თამაშობდა”.

მართლაც ასე იყო. მადრიდულმა გრანდმა მეტ-ნაკლებად სახიფათო იერიშები მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კართან კაცნაკლულმა მიიტანა. თუმცა, ამას საერთო სურათი არ შეუცვლია. კარგად ჩანს, რომ შარშანდელი “რეალისგან” აჩრდილიღაა დარჩენილი და თუ მალე სიტუაცია არ გამოსწორდა, პსჟ სულაც არ იქნება ადვილი საპირწონე...

“ელ კლასიკო” კი უკვე წარსულია და დამდეგი წლის 6 მაისამდე წარსულშივე დარჩება. იქამდე, ანდრეს ინიესტა შობას მშვენიერ ხასიათზე ხვდება:

“ეს იყო წლის საუკეთესო დასასრული”, - გვახარებს დონ ანდრესი და ძნელია მისი არ გვესმოდეს.

სამაგიეროდ, თავის მართლება მოუწია სერხიო რამოსს:

“დამარცხებებს შორის, ამ მატჩის წაგება ჩვენთვის ყველაზე უფრო მტკივნეულია. სუარესის წინააღმდეგ კი განზრახ უხეშად არ მითამაშია”, - ამბობს სერხიო და როგორ გინდა ბოლო ფრაზაში დაუჯერო. განა იმიტომ, რომ ასე არ იყო, უბრალოდ, სერხიო რამოსია და რა ვქნათ?...

მოკლედ, ასე იყო თუ ისე, “ელ კლასიკოში” კლასიკა შედგა და მას “ბარსელონა” ეწოდება!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.112842
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X