ფეხბურთი

11:21 | 23.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "სეზონის ყველაზე რთული თამაში იქნება"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ “ბარსელონასთან” დაპირისპირება სეზონის ყველაზე რთული თამაში იქნება, მაგრამ არა გადამწყვეტი.

ფრანგის განცხადებით, “ელ კლასიკოში” კრიშტიანუ რონალდუ აუცილებლად ითამაშებს.

“მატჩის წინ კარგი გრძნობები გვაქვს. ჩვენ მზად ვართ შესანიშნავი თამაშისთვის. ამ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვართ “რეალი”.

ეს იქნება მიმდინარე სეზონის ყველაზე რთული თამაში, თუმცა მზადყოფნაში ვართ. დღეს რაც უნდა მოხდეს, ეს არაფერს გადაწყვეტს, რადგან სეზონი ძალიან გრძელია.

კრიშტიანუ 100%-ითაა მზად და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დაძაბულობა მასსა და კლუბს შორის? – არ ვაპირებ ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც არ გვაინტერესებს. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ “ელ კლასიკოს” აქვს. რონალდუ მეტ პატივისცემას იმსახურებს და ის მთლიანად გუნდზეა კონცენტრირებული”, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, “რეალისა” და “ბარსელონას” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

0.11207