ფეხბურთი

12:39 | 22.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თერიმის მეოთხე დაბრუნება

სტამბოლის “გალათასარაის” ძველ-ახალი მწვრთნელი ჰყავს – ფათიჰ თერიმი. აღნიშნული ინფორმაცია თურქული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. თურქმა სპეციალისტმა აღნიშნულ პოსტზე ხორვატი იგორ ტუდორი შეცვალა, რომელიც 3 დღის წინ გაათავისუფლეს.

ფათიჰ თერიმის კარიერის საუკეთესო წლები სწორედ “ლომებს” უკავშირდება. “გალათასარაის” მან 6-ჯერ მოაგებინა თურქეთის ჩემპიონატი, 3-ჯერ თასი, 2-ჯერ სუპერთასი და ერთხელ უეფას თასი. 64 წლის მწვრთნელი ბოლოს თურქეთის ნაკრებს ედგა სათავეში, რომელიც სკანდალის ფონზე დატოვა.

რაც შეეხება “გალათასარაის” – სუპერლგაში 16 ტურის შემდეგ მეორე-მესამე პოზიციებს იყოფს “ფენერბახჩესთან” ერთად და ლიდერ “ბაშაკშეჰირს” ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ თერიმი "გალას" 1996-2000, 2002-2004, 2011-2013 წლებში წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134788