ფეხბურთი

18:12 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნი” კომანის შენარჩუნებას აპირებს

მიუნხენის “ბაიერნს” ფრანგ ნახევარმცველ კინგსლი კომანთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს. Bild-ის ინფორმაციით, “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელობა კმაყოფილია ახალგაზრდა ფეხბურთელი გარჯით და ამიტომაც გადაწყვიტეს, რომ ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივონ.

21 წლის კომანს “ბაიერნთან” მიმდინარე კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. ფრანგი მიუნხენურ გიგანტში 2015 წლის ზაფხულიდან თამაშობს. საწყისი ორი სეზონი მან გერმანიაში იჯარით გაატარა, ხოლო ზაფხულში მისი კონტრაქტის გამოსყიდვა ტურინის “იუვენტუსიდან” სრულფასოვნად მოხდა.

კინგსლი კომანმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117021