ფეხბურთი

0:10 | 21.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანმა შესაძლოა კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა მატეო დარმიანმა შესაძლოა კარიერა "ნაპოლიში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, 28 წლის უკანახაზელს ინგლისურ კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს და გუნდის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა. თავის მხრივ იტალიელები აქტიურობენ და ცდილობენ პრემიერლიგის წარმომადგენელთან რაიმე სახის შეთანხმებას მაინც მიაღწიონ.

დარმიანი "წითელ ეშმაკებს" 2015 წელს "ტორინოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მატეომ მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. "ნაპოლი" კი იტალიის ჩემპიონატს ლიდერობს და ზამთარში შემადგენლობის გაძლიერებას აუცილებლად შეეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112405