კალათბურთი

23:37 | 20.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 13 ქულა და გამარჯვება ევროთასზე

იტალიურმა “რეჯანამ” ევროთასის მეცხრე ტურში ძალზე მნიშვნელოვანი თამაში მოიგო და პლეი-ოფში გასვლის კარგი შანსი დაიტოვა. რეჯიო ემილიელებმა სტუმრად B ჯგუფის აუსტაიდერი “ჰაპოელი” დაამარცხეს (79:66).

აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა იტალიური გუნდის ქართველმა ლეგიონერმა მანუჩარ მარკოიშვილმა. ჩვენებურმა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა, 29:53 წუთში 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მარკოიშვილმა 8-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 12 შეადგინა. იტალიელთა რიგებში მანუჩარზე უფრო შედეგიანი ერთადერთი კალათბურთელი იყო - კრის რაიტი (19 ქულა).

“რეჯანას” 9 ტურში 4 მოგება და 5 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი ქვეჯგუფში მეოთხე პოზიციაზე იმყოფება. რეჯიო ემილიელები ევროთასზე მომდევნო მატჩს 27 დეკემბერს, შინ მიუნხენის “ბაიერნთან” გამართავენ.

0.113416