ფეხბურთი

19:16 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩიგრინსკი: “აეკ-ის ფანები ქეცბაიასკენ იწევდნენ”  

ათენის აეკ-ის უკრაინელი ფეხბურთელი დმიტრი ჩიგრინსკი იმ პერიოდზე ჰყვება, როცა გუნდს თემურ ქეცბაია წვრთნიდა. ეს იყო შარშან, ქეცბაია რამდენიმე თვის განმავლობაში თავკაცობდა აეკ-ს.

“საბერძნეთში ფანებთან საქმის გარჩევა იშვიათია, მაგრამ მაინც ხდება ასეთი რამ. თუმცა როცა გარჩევებია, ფანებს უნდა მოუსმინო. მახსოვს, პირეოსის “ოლიმპიაკოსთან” 0:3 წავაგეთ და ხალხი ჩვენს სასტუმროსთან მოვიდა. იქ ძალიან “დაცხა”. თემურ ქეცბაია გარეთ გავიდა და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ფანები ქეცბაიასკენ იწევდნენ კიდეც. მოკლედ, სასაცილოდ არ იყო საქმე” – ეს ამონარიდია ჩიგრინსკის ინტერვიუდან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111579