ფეხბურთი

14:20 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

პერესმა ნეიმარის მამისგან პირობა მიიღო

გასულ ზაფხულს “ბარსელონადან” პსჟ-ში სარეკორდო თანხის (222 მილიონი ევრო) სანაცვლოდ გადასული ნეიმარის მადრიდის “რეალში” შესაძლო გადაბარგებაზე ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ.

ეს მოლოდინი უფრო რეალური გახადა “სამეფო კლუბის” პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ მადრიდელები ბრაზილიელის შეძენას აუცილებლად შეეცდებიან.

ახლა კი, როგორც ევროპული გამოცემები იტყობინებიან, პერესი სიტყვიდან საქმეზე გადავიდა და ნეიმარის მამას პირადად შეხვდა. მხარეებმა ტრანსფერის შესაძლებლობა განიხილეს და პერესმა ნეიმარის მამისგან პირობა მიიღო, რომ “სამეფო კლუბს” “პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტ ნასერ ელ-ჰელაიფთან საერთო ენის გამონახვაში დაეხმარება.

“რეალში” ნეიმარის ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად 250 მილიონი ევრო სახელდება.

0.123998