ფეხბურთი

2:29 | 18.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ნაბიჯი წინ გადადგა

იტალიის სერია A-ს XVII ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია შეიცვალა. ლიდერი “ინტერი” ორი საფეხურთი დაქვეითდა, ხოლო სამაგიეროდ წინ წაიწიეს “ნაპოლიმ” და “იუვენტუსმა”.

შაბათს გამართულ მატჩებზე უკვე გიამბეთ და ახლა უკვე კვირის შეხვედრებზე ვთქვათ – “იუვენტუსი” ბოლონიაში ჩავიდა და ბევრს კი იქადნებოდა მატჩის წინ მასპინძელთა თავკაცი რობერტო დონადონი, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. “ბებერმა ქალბატონმა” კლანჭები გამოაჩინა და “ბოლონია” ისე ადვილად დაამარცხა, თითქოს ვარჯიშობდა. ანგარიში მირალემ პიანიჩმა გახსნა. სხვათა შორის, ბოსნიელმა იტალიის ჩემპიონატში მე-14 ჯარიმა გაიტანა და ასეთი შედეგი კალჩოში ბოლო 10 წელიწადში არავის აქვს. “იუვემ” ყველაფერი პირველივე ტაიმში გაარკვია, როცა მარიო მანჯუკიჩმა ანგარიში გააორმაგა. წერტილი ბლეზ მატუიდიმ მეორე ნახევარში დასვა. აღვნიშნოთ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ძირითადი შემადგენლობის მიღმა კიდევ ერთხელ დატოვა პაულო დიბალა, თუმცა ტურინელებს მისი არყოფნა არ დასტყობიათ. “იუვემ” ერთი საფეხურით წინ წაიწია და ლიდერ “ნაპოლის” კინკილა ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ “ბიანკონერის” ყველა ტურნირის ჩათვლით უკვე 6 მატჩია გოლი არ გაუშვია.

თუ ტურინელები აღმავლობის გზას დაადგნენ, იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვით “მილანზე”. ჯენარო გატუზოს გუნდი რა თამაშს აჩვენებს რთული სათქმელია. ოთხი დღის წინ “როსონერიმ” იტალიის თასზე “ვერონა” (3:0) ადვილად დამარცხა და ახლა იმავე გუნდს ეწვია, ოღონდ ჩემპიონატის ეგიდით. თითქოს რა პრობლემა უნდა ყოფილიყო, მაგრამ... “ვერონამ” თასზე განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და მეტოქე ძირს დაანარცხა – 3:0. “მილანი” გონს უნდა მოვიდეს, თორემ ასე თუ გააგრძელებს სეზონის ბოლოს ცუდი ფაქტის წინაშე მოუწევს დადგომა.

ტური ბერგამოში მშვენიერი და დრამატული მატჩით დასრულდა. “ატალანტა” მატია კალდარასა და იოსიპ ილიჩიჩის გოლებით თავიდანვე კომფორტული უპირტესობით დაწინაურდა, მაგრამ “ლაციომ” ანტრაქტამდე გაათანაბრა – სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი გამოირჩა დუბლით. მეორე ნახევარში წინ ისევ მასპინძლები გავიდნენ, თუმცა მატჩის მიწურულს ლუის ალბერტომ კიდევ ერთხელ გაქვითა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მიუხედავად ამისა, სიმონე ინძაგი უკმაყოფილო უნდა იყოს, რადგან მისი გუნდი ოთხეულს ნელ-ნელა შორდება. სხვათა შორის, “ლაციალემ” ზედიზედ 15 შეხვედრაში გაიტანა გოლი და ასეთი რამ ბოლოს 2006 წელს გაეკეთებინა.

“ვერონა” – “მილანი” 3:0 (1:0)

ვერონა, “ბენტეგოდი”

მაყურებელი: 19 439

“ვერონა” (4-4-2): ნიკოლასი; ფერარი, კარაჩოლო, ჰერტო, კასერესი; რომულო, ბ. ძუკულინი, ბუჩელი, ვალოტი (ბესა 22, ფ. ძუკულინი 85); ჩერჩი (კინი 32), ვერდე

მწვრთნელი: ფაბიო პეკია

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი (კუტრონე 46); კესი, მონტოლივო (ლოკატელი 71), ბონავენტურა; სუსო, კალინიჩი (ანდრე სილვა 57), ბორინი

მწვრთნელი: ჯენარო გატუზო

გოლები: 1:0 კარაჩოლო (24), 2:0 კინი (55), 3:0 ბესა (77)

გაფრთხილება: ბ. ძუკულინი (35), ბუჩელი (59), ნიკოლასი (65) – ბორინი (45), რომანიოლი (49)

გაძევება: სუსო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 23 (12) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 4:13 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ბოლონია” – “იუვენტუსი” 0:3 (0:2)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

მაყურებელი: 29 270

“ბოლონია” (4-3-3): მირანტე; მბაიე, გონსალესი, ჰელანდერი, მაზინა; პოლი, პულგარი, დონსა (ფალეტი 65); ვერდი, დესტრო (პეტკოვიჩი 53), ოკვონკვო (კრეიჩი 70)

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“იუვენტუსი” (4-3-3): შჩესნი; დე შილიო, ბენატია, ბარძალი, ალექს სანდრო; ხედირა, პიანიჩი (მარკიზიო 86), მატუიდი; დუგლას კოშტა (ბერნანრდესკი 70), იგუაინი, მანჯუკიჩი (დიბალა 76)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 პიანიჩი (27), 0:2 მანჯუკიჩი (36), 0:3 მატუიდი (64)

გაფრთხილება: მაზინა (51), მბაიე (60), პეტკოვიჩი (86) – იგუაინი (31)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 38%-62% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 0:4

მსაჯი: ლუკა ბანტი

“კროტონე” – “კიევო” 1:0 (1:0)

კროტონე, “ეციო შიდა”

მაყურებელი: 8 799

“კროტონე” (4-3-3): კორდაზი; სამპირისი, აჯეტი, ჩეკერინი, მარტელა; ბარბერისი, მანდრაგორა, როდენი (რომერო 82); ტროტა (ტონევი 73), ბუდიმირი (სიმი 90), სტოიანი

მწვრთნელი: ვალტერ ძენგა

“კიევო” (4-3-3): სორენტინო; კაჩატორე, დაინიელი (ჰეტემაი 76), გამბერინი, გობი; ბასტიენი, რადოვანოვიჩი, რიგონი (პუჩარელი 54); ბირსა; მეჯორინი (პელისიერი 24), ინგლეზე

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 1:0 ბუდიმირი (33)

გაფრთხილება: აჯეტი (12), ბარბერისი (63), მანდრაგორა (65), რომერო (90) – ბასტიენი (41), გობი (61), ბირსა (65), დაინელი (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 10 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: ლუკა პაირეტო

“ფიორენტინა” – “ჯენოა” 0:0 (0:0)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 21 043

“ფიორენტინა” (4-3-3): სპორტიელო; ლაურინი, პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბენასი (ჟილ დიასი 76), ბადელი, ვერეტუ; კიეზა, სიმეონე (ბაბაკარი 65), ტერო (ესიერჩი 64)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; იცო, სპოლი (როსეტინი 44), ძუკანოვიჩი; როზი, ბრლეკი (ომეონგა 77), ველოზუ, ბერტოლაჩი, მილიორე; ტაარაბტი, პანდევი (ლაპადულა 54)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

გაფრთხილება: ტერო (26), ბადელი (82) – ბრლეკი (27), როზი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 21 (7) – 6 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“სამპდორია” – “სასუოლო” 0:1 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 17 573

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ბერეშინსკი, სილვესტრე, ფერარი, სტრინიჩი; ბარეტო, ტორეირა, პრატი; რამირესი (კოვნაცკი 79); კვალიარელა, ძაპატა (კაპრარი 57)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, გოლდანიგა, აჩერბი, პელუზო; მისიროლი, მანიანელი, დანკანი; ბერარდი (მატრი 73), ფალჩინელი (კანავარო 90), პოლიტანო (რაგუზა 88)

გოლი: 0:1 მატრი (90)

გაფრთხილება: რამირესი (67) – ფალჩინელი (38), ლიროლა (49), ბერარდი (72), გოლდანიგა (84), კონსილი (90), რაგუზა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (4) – 13 (11) ბურთის ფლობა: 65%-35% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

“ბენევენტო” – “სპალი” 1:2 (0:0)

ბენევენტო, “ჩირო ვიგორიტო”

მაყურებელი: 9 538

“ბენევენტო” (4-3-3): ბელეკი; ლეტიცია, კოსტა, ჯიმშიტი, დი კიარა; მემუშაი, კატალდი, ჩიბსა (პუშკაში 74); ჩიჩირეტი, არმენტეროსი (კოდა 79), დ’ალესანდრო (პარიჯინი 52)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

“სპალი” (3-5-2): გომისი; სალამონი, ვიკარი, კრემონეზი; ლაძარი, შიატარელა (მორა 77), ვივიანი, გრასი, მატიელო; პალოსკი (ანტენუჩი 63), ფლოკარი (შკიავონუ 83)

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გოლები: 1:0 კრემონეზი (59, ა.გ), 1:1 ფლოკარი (64), 1:2 ფლოკარი (74)

გაფრთხილება: ჩიბსა (37), ლეტიცია (51) – შიატარელა (46), მატიელო (58), კრემონეზი (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (7) – 10 (7) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:3 თამაშგარე: 2:4

მსაჯი: ფაბრიციო პასკუა

“ატალანტა” – “ლაციო” 3:3 (2:2)

ბერგამო, “ატლეტი აძური”

მაყურებელი: 25 000

“ატალანტა” (3-4-1-2): ბერიშა; პალომინო (ტოლოი 59), კალდარა, მაზიელო; ჰატებური, კრისტანტე, ფროილერი, სპინაცოლა; ილიჩიჩი; პეტანია (კურტიჩი 71), გომესი

მწვრთნელი: ჯანპიერო გასპერინი

“ლაციო” (3-5-2): სტრაკოშა; ბასტოსი (უოლასი 54), დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი, პაროლო, ლუკას ლეივა (ფელიპე ანდერსონი 75), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 75); ლუის ალბერტო, კაისედო

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

გოლები: 1:0 კალდარა (19), 2:0 ილიჩიჩი (22), 2:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (35), 2:2 მილინკოვიჩ-სავიჩი (35), 3:2 ილიჩიჩი (50, პენ), 3:3 ლუის ალბერტო (79)

გაფრთხილება: ფროილერი (63), ჰატებური (83) - ბასტოსი (50), უოლასი (80)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 8 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:7 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

ბომბარდირები: მაურო იკარდი (“ინტერი”) – 17 გოლი, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 15, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 9, ფაბიო კვალიარელა (“სამპდორია”) – 9.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120758