ფეხბურთი

23:39 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მადრიდის “რეალი” 2018 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია. ესპანურმა გრანდმა ფინალში ბრაზილიური “გრემიო” მინიმალური სხვაობით დაამარცხა და ზემოხსენებული ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

“ბლანკოსი” მთელი მატჩის განმავლობაში ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, ბევრი მომენტიც შექმნა, თუმცა მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხა – კრიშტიანუ რონალდუმ 53-ე წუთზე საჯარიმო დარტყმა შესანიშნავად შეასრულა და საკუთარ გუნდს ტიტული მოუტანა - 1:0.

“რეალმა” ზინედინ ზიდანის ხელმძღვანელობით მე-6 საერთაშორისო ტურნირი მოიგო, ხოლო “სამეფო კლუბი” მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული მესამედ გახდა.

0.11013