ფეხბურთი

0:50 | 16.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“მილანმა” კალაბრიას გაუხანგრძლივა

ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა დავიდე კალაბრიამ “მილანთან” ხელშეკრულება გაახანგრძლივა. “როსონერის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 21 წლის ფეხბურთელი “სან სიროზე” 2022 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

კალაბრია “მილანის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. მას იტალიური გრანდის ძირითად გუნდში დებიუტი 2015 წლის 30 მაისს ჰქონდა. დავიდემ მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120806