ფეხბურთი

12:55 | 14.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

მირაბელი: „დონარუმას წასვლა არ უნდა, ამ ყველაფერს ერთი "მეგობარი" აწყობს“

„მილანის“ სპორტულმა დირექტორმა მასიმო მირაბელიმ აღნიშნა, რომ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას გუნდიდან წასვლა არ უნდა. მირაბელიმ მიანიშნა, რომ ფეხბურთელით მისი აგენტი მინო რაიოლა მანიპულირებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის თასის 1/8-ფინალური შეხვედრის წინ („ვერონასთან“ 3:0), „მილანის“ ფანებმა ტრიბუნებზე ბანერი გამოფინეს და მეკარეს გუნდიდან წასვლა მოთხოვეს.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით მირაბელიმ განაცხადა:

„ჩვენ არავის გაყიდვა არ გვჭირდება. თუ ფეხბურთელს „მილანიდან“ წასვლა უნდა, მან ამის შესახებ უწინარესად კლუბს უნდა აცნობოს. ძალით არავის დაკავებას არ ვაპირებთ.

დონარუმა შესანიშნავი ადამიანია. მე მას რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და დამიდასტურა, რომ კლუბიდან წასვლა არ უნდა. შესაძლოა, რომ ამის მოწყობა ერთ „მეგობარს“ უნდა, თუმცა ჩვენ „მილანის“ ინტერესებით ვხელმძღვანელობთ. გულშემატკივრების გვესმის, მაგრამ მათ მოწინააღმდეგეებს უნდა დასცინონ და არა საკუთარ ფეხბურთელებს. ჩვენ დონარუმუს მხარში უნდა დავუდგეთ, ის კლუბის ნაწილია. კარგად ვიცით ეს ყველაფერი საიდან ყარს და ვიმედოვნებთ, მალე ყველაფერი დასრულდება“.

0.113084