ფეხბურთი

22:26 | 13.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსს” ლიდერები გამოაკლდნენ

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს დამდეგ ტურს საკადრო პრობლემებით ხვდება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, “ბოლონიასთან” შეხვედრაში იტალიის ჩემპიონი ორ წამყვან ფეხბურთელს, ჯანლუიჯი ბუფონსა და ჯორჯო კიელინის მოისაკლისებს.

ბუფონს კუნთის დაზიანება აღენიშნება და ამის გამო უკვე გამოტოვა მატჩები “ოლიმპიაკოსთან” და “ინტერთან”, ხოლო კიელინის ბარძაყის ტრავმა ვარჯიშზე მიიღო.

“იუვეს” კაპიტანსა და ვიცე-კაპიტანს სერიოზული ტრავმები არ აღენიშნებათ, მაგრამ სამწვრთნელო შტაბი რისკზე წასვლას არ აპირებს და იმედოვნებს, რომ ისინი მე-18 ტურში, “რომას” წინააღმდეგ თამაშს მოახერხებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111961