კალათბურთი

11:12 | 11.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 12 ქულა და გამარჯვება ლიგა ენდესაში

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატების ლიგა ენდესას მე-11 ტურში “სასკი ბასკონიამ” “ბილბაოს” საკუთარ მოედანზე შანსი არ დაუტოვა – 94:71.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე 21:41 გაატარა. ამ დროში თორნიკემ 12 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი გაახერხა. ბასკების ქართველმა კაპიტანმა 5-დან 3 ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო. საჯარიმო ხაზზე კი ჩვენებური არ დამდგარა.

“ბასკონიას” 11 ტურში 7 მოგება და 4 მარცხი აქვს, ამ შედეგით კი მეშვიდე ადგილზეა. ბასკები შემდეგ ტურში 17 დეკემბერს, სტუმრად “მორაბანკ ანდორასთან” ითამაშებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119457