ფეხბურთი

16:35 | 10.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ინიესტა "ვილიარეალთან" ვერ ითამაშებს

"ბარსელონას" ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა "ვილიარეალთან" შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ესპანელმა "სელტასთან" შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ამის გამო ლისაბონის "სპორტინგთან" ჩემპიონთა ლიგაზეც ვერ იასპარეზა.

"ბლაუგრანას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ მე-15 ტურის შეხვედრისთვის 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ტრავმის გამო განაცხადს მიღმა ინიესტას გარდა უსმან დემბელე, რაფინია, ხავიერ მასკერანო და სამუელ უმტიტი დარჩნენ.

მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" კაპიტანმა დაზიანების გამო 5 შეხვედრა გამოტოვა, სულ კი ყველა ტურნირზე 17 მატჩი ჩაატარა და თავი თითო-თითო გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.132452