ფეხბურთი

22:40 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ჩემპიონთა ლიგას 33 ტიტულს ამჯობინებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედ ფეხბურთელ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს, მაგრამ ფიქრობს, რომ თუ ეს ვერ გააკეთა, არაფერი დააკლდება.

იბრაჰიმოვიჩის განცხადებით, იგი თავის 33 ტიტულს ერთ ჩემპიონთა ლიგის თასზე არ გაცვლიდა:

“ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებ საუკეთესო ფეხბურთელი ვიქნები? არა, ეს ასე არაა. თუ ვერ მოვიგე, მაშინ ცუდი ფეხბურთელი ვარ? არც ესაა ასე. მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგა ყველანაირ ფასად მოვიგო, თუმცა არ მესმის იმათი, ვინც ერთი ჩემპიონთა ლიგას მოიგეს და მეტი არაფერი.

მე ყოველწელს ვიმარჯვებდი, ამიტომ ჩემს 33 ტიტულს ერთ ჩემპიონთა ლიგაზე ნამდვილად არ გავცვლიდი”, - ციტირებს ზლატანის სიტყვებს Football Italia.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს ჩემპიონთა ლიგაზე შვიდი გუნდის (რაც რეკორდია) “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონას”, “მილანის”, პსჟ-სა და “მანჩესტერის” რიგებში უთამაშია, მაგრამ ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირში გამარჯვება არასდროს მოუპოვებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115441