ფეხბურთი

17:56 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი აბურჯანიას ესპანური და ბელგიური ვარიანტები

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “სევილია B”-ის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდს შეიცვლის. როგორც WORLDSPORT.GE-სთვის გახდა ცნობილი, 22 წლის ქართველი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს სამი გუნდი იჩენს.

საუბარია ესპანეთის ლიგა ადელანტეს ორ ბინადარზე, “ხიმნასტიკი” და “რაიო ვალეკანო”. ასევე, ბელგიის იუპერ ლიგაში მოთამაშე “შარლერუაზე”. ჩვენივე ინფორმაციით, მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და “სევილიაც” არაა წინააღმდეგი აბურჯანიას გასხვისების - ყველაფერს ნათელი იანვარში მოეფინება.

რაც შეეხებათ დაინტერესებულ გუნდებს – “ხიმნასტიკი” გიორგის შესაძლებლობებს კარგად იცნობს. სწორედ კატალონელთა რიგებში წარმოაჩინა ქართველმა შუახაზელმა საკუთარი შესაძლებლობები ჩინებულად. ახლა, ტარაგონელები “რაიოს” მსგავსად ლიგა ადელანტეში თამაშობენ. “ნასტიკი” მე-18 პოზიციას იკავებს, ხოლო “რაიო ვალეკანო” მეხუთეა და ლა ლიგაში გადასვლაზე აცხადებს პრეტენზიას.

“შარლერუა” კი ბელგიის იუპერ ლიგაში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლიდერ “ბრიუგეს” ჩამორჩება.

გიორგი აბურჯანია “სევილია B-ს” 2016 წლის ზაფხულში შეუერთდა, თუმცა დღემდე გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ შეძლო. მიმდინარე სეზონში ჩვენებურმა 10 შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ერთადერთხელ იმყოფებოდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118258