ფეხბურთი

16:22 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

Marca: “პაპუნაშვილი “სარაგოსას” პროგრესის გასაღებია”

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca ლიგა ადელანტეს ბინადარ “სარაგოსას” სპეციალურ სტატიას უძღვნის, რომელშიც განსაკუთრებულ ადგილს არაგონული გუნდის ქართველ ლეგიონერ გიორგი პაპუნაშვილს უთმობს.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, “სარაგოსას” თამაშის გაუმჯობესებაში ჩვენებურის როლი ძალზე დიდია:

“პაპუნაშვილი და ვინისიუსი, “სარაგოსას” გაუმჯობესების გასაღები – კარგად ჩანს, რომ გუნდის თამაშს პაპუნაშვილმა სიცოცხლე შემატა და ბალანსი შესძინა, რომელიც მანამდე “სარაგოსას” ძალიან აკლდა. ის და ვინისიუსი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან ბოლო კვირების განმავლობაში”, - წერს ესპანური გამოცემა.

შეგახსენებთ, გიორგი პაპუნაშვილი “სარაგოსაში” გასულ ზაფხულს გადავიდა. დღემდე მის ანგარიშზე არაგონელთა რიგებში 13 თამაში და 2 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11676