ფეხბურთი

13:56 | 9.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანი: “რონალდუ ისტორიაში საუკეთესოა”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კრიშტიანუ რონალდუს მეხუთე “ოქროს ბურთს” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პორტუგალიელი ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია.

ფრანგის თმით, ამაზე არა მისი სიტყვები, არამედ ფაქტები მეტყველებენ:

“მე არ მაქვს სიტყვები, რომ ის აღვწერო – უბრალოდ, ფენომენია. თუ ვინმე “რეალში” მოვა და 20 წელი დარჩება, დარწმუნებული ვარ, რონალდუს ვერ გაუტოლდება. ჩემთვის ის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. ამაზე ფაქტებიც მეტყველებენ.

ბევრი ამბობს, რომ კრიშტიანუ მადრიდში ბედნიერი არაა, მაგრამ რამდენადაც მე ვხედავ, კარიერას აქ დაასრულებს”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ 2017 წლის “ოქროს ბურთი” მოიგო, რომელიც მის კარიერაში მეხუთე აღმოჩნდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108877