ფეხბურთი

22:10 | 7.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა – 1/8 ფინალის სავარაუდო წყვილები

ჩემპიონთა ლიგაზე ყველა მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია. ახლა საფეხბურთო ექსპერტები იმაზე მსჯელობენ, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან მერვედფინალში.

აღნიშნული ეტაპის წილისყრა, უეფას შტაბ-ბინაში 11 დეკემბერს გაიმართება. მანამდე კი, Onda Cero-ს, ESPN-ისა და As-ის მიმომხილველი მისტერჩიპი, იგივე ალექსისი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პროცენტულ მაჩვენებებლებს, 1/8 ფინალის შესაძლო წყვილებთან დაკავშირებით.

თუ ესპანელს დავუჯერებთ, მერვედფინალში ყველაზე დიდი შანსია, რომ “ჩელსისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება ვიხილოთ. ამ წყვილის ალბათობა 43.747%-ია.

“რეალის” ყველაზე სავარაუდო მეტოქე კი “ლივერპული” და “რომაა” (18.853%). ზუსტად იგივე ალბათობით ფასდება “იუვენტუსის” შეხვედრა “ტოტენჰემთან” ან “ლივერპულთან”. პსჟ-ს ყველაზე რეალური მოწინააღმდეგე ამ ეტაპზე ასევე “ჩელსია” (28.126%), ხოლო “ბაიერნის” – “ტოტენჰემი”, “ლივერპული” და “რომა” (15.314%). რაც შეეხებათ მანჩესტერელებს – “სიტის” სავარაუდო მეტოქეების ყველაზე დიდი პროცენტით “რეალი”, “იუვენტუსი” და “სევილია” ფასდებიან (18.334%). ზუსტად იგივე გუნდები და იგივე მონაცემებია “იუნაიტედის” გასწვრივაც.

სრული მონაცემების ნახვა მოცემულ ფოტოშიც შეგიძლიათ.

0.113758