ფეხბურთი

23:00 | 6.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

France Football-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე მანუელ ნოიერი გახდა

ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა მსოფლიოს 2017 წლის საუკეთესო მეკარე გამოავლინა. აღნიშნული წოდება მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების კარის დარაჯ მანუელ ნოიერს ერგო.

საგულისხმოა, რომ გამოკითხვაში ახლო წარსულში ცნობილი მეკარეები მონაწილეობდნენ: ლიონელ ლეტიცი, ფრანჩესკო ტოლდო, მარკ შვარცერი, ზეპ მაიერი და სანტიაგო კანისარესი - სწორედ მათ შეარჩიეს წლის 10 საუკეთესო კიპერი.

ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

მანუელ ნოიერ (“ბაიერნი”, გერმანია)

ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია)

ტიბო კურტუა (“ჩელსი”, ბელგია)

უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, საფრანგეთი)

იან ობლაკი (“ატლეტიკო”, სლოვენია)

კეილორ ნავასი (“რეალი”, კოსტა-რიკა)

დავიდ დე ხეა (“მანჩესტერი”, ესპანეთი)

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”, გერმანია)

სამირ ჰანდანოვიჩი (“ინტერი”, სლოვენია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116921