ფეხბურთი

22:18 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" საკლუბო რეკორდი გაიმეორა

მადრიდის "ატლეტიკომ" ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 18 შეხვედრაში არ წააგო და ამ მაჩვენებლით საკლუბო რეკორდი გაიმეორა. აღნიშნული ინფორმაცია Opta-მ გაავრცელა. "როხიბლანკოსმა" ლა ლიგის მე-14 ტურში შინ "სოსიედადი" 2:1 დაამარცხა. დიეგო სიმეონეს შეგირდებმა ბოლოს მიმდინარე წლის 25 აპრილს შინ "ვილიარეალთან" წააგო.

"ატლეტიკო" შიდა ჩემპიონატის ზედიზედ 18 შეხვედრაში 1940/41 და 1990/91 წლების სეზონში არ დამარცხდა. მომდევნო შეხვედრა მადრიდელებს 10 დეკემბერს სტუმრად "ბეტისთან" ელით. მიმდინარე სეზონში "როხიბლანკოსმა" 8 მატჩი მოიგო და 6 ფრედ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110462