ფეხბურთი

15:54 | 2.12.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგის ახალ ვარსკვლავს საღამოს თამაში არ შეუძლია...

გერმანიის ბუნდესლიგას ახალი ვარსკვლავი ჰყავს – მისი სახელია იან-ფიეტ არპი. “ჰამბურგის” 17 წლის თავდამსხმელი, რომლისთვისაც აქამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა.

5 მატჩი და 2 გოლი ბუნდესლიგაში, 17 წლის ასაკში ბევრისთვის მართლაც სანატრელია. თუმცა, არპი მოულოდნელ პრობლემას გადააწყდა. საქმე ისაა, რომ გერმანიაში არასრულწლოვან ადამიანებს საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე მუშაობა ეკრძალებათ. შესაბამისად, გამოვიდა, რომ არპი “ჰამბურგს” იმ მატჩებში ვერ დაეხმარება, რომლებიც საღამოს საათებში იმართება.

ასე იყო გუშინაც, როდესაც ჰამბურგელები “ფრაიბურგს” ეთამაშებოდნენ, თუმცა, არპი მოედანზე გახლდათ. საქმე ისაა, რომ ამჯერზე 17 წლის ფეხბურთელს მუშაობის უფლება მშობლების წერილობითი თხოვნის შედეგად მიეცა. თუმცა, მომავალში შესაძლოა, ამან აღარ იმოქმედოს.

და მაინც, “ჰამბურგის”თავს კარიგ ამბავიცაა. ნიჭიერი არპი დამდეგი წლის 6 იანვარს, 18 წლის ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთის თამაშს ნებისმიერ დროს შეძლებს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112037