ფეხბურთი

17:55 | 28.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ მუნდიალი 2018-ის ოფიციალური პოსტერი წარადგინა

ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პოსტერი გამოქვეყნდა, რომლის პრეზენტაცია დღეს მოსკოვში შედგა.

მუნდიალის პოსტერის დიზაინი ცნობილ რუს დიზაინერს იგორ გუროვიჩს ეკუთვნის და მასზე მთავარ ფიგურად ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია გამოსახული.

“მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი ტურნირის მასპინძელი ქვეყნის ხელოვნებისა და საფეხბურთო მემკვიდრეობის გამოსახულებაა. ეს ქმნილება წარმოგვიდგენს ფეხბურთისთვის ლეგენდარულ პიროვნებას და მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოებას გვაუწყებს” - განაცხადა პრეზენტაციაზე ფიფას გენერალურმა მდივანმა ფატმა სამურამ.

ლევ იაშინი კარიერის განმავლობაში მოსკოვის “დინამოსა” (1950-1971) და საბჭოთა კავშირის ნაკრების (1954-1970) შემადგენლობაში თამაშობდა. ის მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატის (1958, 1962, 1966, 1970) მონაწილე და ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მეკარეა, რომელიც “ოქროს ბურთით” დააჯილდოვეს. იაშინი ფიფამ XX საუკუნის საუკეთესო მეკარედ აღიარა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. როგორ განაწილდებიან ტურნირის მონაწილე გუნდები ჯგუფებში, ამას 1 დეკემბერს დანიშნული კენჭისყრის შემდეგ გავიგებთ.

აქვე, აქამდე ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატების პოსტერები:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113177