ფეხბურთი

22:03 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

მარიო გიოტცემ ლაზარეთში გადაინაცვლა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველი მარიო გიოტცე ტრავმირებულია. გერმანული მედიის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ბუნდესლიგის ბოლო ტურში “შალკესთან” დაპირისპირების დროს მიიღო და თამაშს 6 კვირის განმავლობაში ვერ მოახერხებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ მარიო მოედანზე გასვლას მიმდინარე წელს ვეღარ შეძლებს და გუნდს მხოლოდ ზამთრის შესვენების შემდეგ დაუბრუნდება. “დორტმუნდს” მარიოს გარეშე ფონს გასვლა “ლევერკუზენის”, “ვერდერის”, “მაინცისა” და “ჰოფენჰაიმის” წინააღმდეგ მოუწევს. გარდა ამისა, გერმანიის თასზე “ბაიერნთან” და ჩემპიონთა ლიგაზე “რეალთან”.

მარიო გიოტცემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 15 თამაში ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114125