ფეხბურთი

13:21 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯასტინ კლუივერტმა მამას აჯობა

ჰოლანდიის ერედივიზიონში “აიაქსმა” “როდა” 5:1 გაანადგურა. ამ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა ჯასტინ კლუივერტმა, რომელიც ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელის, პატრიკ კლუივერტის შვილია.

საგულისხმოა, რომ 18 წლის ჯასტინმა სახელოვან მამას ერთი მაჩვენებლით უკვე აჯობა: უფროს კლუივერტს ერედივიზიონში ჰეთ-თრიქი არასდროს შეუსრულებია.

მატჩის შემდეგ ჯასტინმა ამის შესახებ ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ულამაზესი დღე იყო. თამაში ყოველთვის არ მიწევს და ეს მწვრთნელის ბრალი არაა. თუმცა, დღეს რაც შემეძლო ყველაფერი ვაჩვენე. მამაჩემს ერედივიონში ჰეთ-თრიქი არ შეუსრულებია? – ე.ი. პირველი კლუივერტი ვარ, მომწონს”, - უთხრა ჯასტინმა Fox Sports-ს.

0.117284