ფეხბურთი

10:27 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია და ნავალოვსკი მძიმე კლიმატურ პირობებში ითამაშებენ

რუსეთის პრემიერლიგის მეჩვიდმეტე ტურში დღეს, “სკა ენერგია” და მოსკოვის “ლოკომოტივი” შეხვდებიან. აღნიშნული მატჩი მძიმე მეტეოროგიულ პირობებში ჩატარდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, თამაშის დროს ხაბაროვსკში ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი, ტემპერატურა -12-დან -15 გრადუსამდე იქნება. აღსანიშნავია, რომ “ლოკომოტივმა” რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული შეხვედრის სხვა დროისთვის გადატანის თხოვნით მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

მოსკოველები ხაბაროვსკს გუშინ ესტუმრნენ, მაგრამ ვინაიდან ტემპერატურა -20 გრადუსს უტოლდებოდა, მატჩისწინა ვარჯიში ვერ ჩაატარეს.

შეგახსენებთ, “სკა ენერგიას” ღირსებას გიორგი ნავალოვსკი იცავს, “ლოკომოტივში” კი სოლომონ კვირკველია თამაშობს. მატჩი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

0.112651