ფეხბურთი

1:56 | 27.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

სერია A: ლიდერები ქულებს არ კარგავენ, "მილანს" გოლის გატანა დაავიწყდა

იტალიის სერია A-ს XIV ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა. მოიგეს ლიდერებმა - “ნაპოლიმ”, “ინტერმა” და “იუვენტუსმა”. თუმცა 3 ქულის გარეშე დარჩნენ დედაქალქური გუნდები, “რომა” და ლაციო”.

“ნაპოლის” სულაც არ ჰქონია ადვილი გასეირნება “დაჩია არენაზე”, თუმცა საწადელს მაინც მიაღწია და შინ დამი ქულით დაბრუნდა. ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში ჟორჟინიომ გაიტანა, რომელმაც თავისსავე გაცუდებულ თერთმეტმეტრიან დაამატა. სხვათა შორის, პენალტს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საქმე ისაა, რომ კრისტიან მაჯოს მეტოქე არ შეხებია და ის მას შემდეგ დაეცა საჯარიმოში, რაც თანაგუნდელმა უნებურად ფეხი დაუდო. თუმცა, არბიტრი და ვიდეორეფერი სიტუაციაში არ ან ვერ გაერკვნენ.

“ნაპოლის” გამარჯვებით ვერ უპასუხა “რომამ”, რომელიც ამასთან ახლოს იყო. “მგლები” სტეფან ელ შაარავის გოლით იგებდნენ “ჯენოასთან” სტუმრად, მაგრამ დანიელე დე როსიმ წითელი ბარათი მიიღო და თან პენალტი დაინიშნა, რომელიც ჯანლუკა ლაპადულამ ზუსტად დაარტყა. ასე და ამრიგად, “რომა” შინ მხოლოდ ქულით დაბრუნდა.

კიდევ უფრო ახლოს გახლდათ მორიგ წარმატებასთან “ლაციო”. სიმონე ინძაგის ბიჭები სტეფან დე ვრეის გოლით საფინალო სასტვენამდე იგებდნენ, მაგრამ მსაჯის ბოლო დამატებულ წუთზე ხუმა ბაბაკარმა გაათანაბრა და “ფიორენტინამ” ერთობ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. აი, “ლაციალემ” კი ზედიზედ მეორე შეხვედრაში ვერ შეძლო გამარჯვება. თუმცა, ისევ ლიდერთა შორისაა, თანაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

“მილანის” საშველი არსაიდან ჩანს. “როსონერი” ბევრს ეცადა “ტორინოს” კარისთვის გასაღები მოერგო, მაგრამ ვერ შეძლო და სოლიდური სათამაშო უპირატესობა გოლში ვერ გარდასახა. სხვათა შორის, “მილანმა” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩში ვერ გაიტანა გოლი. ამით კი, 2007 და 1984 წლებში დამყარებული პირადი ანტირეკორდი გაიმეორა. აქვე გეტყვით, რომ ლომბარდიელებმა “სან სიროზე” ბოლოს გოლი “სპალს” გაუტანეს ორი თვის წინ (საუბარია სერია A-ს მატჩებზე).

კვირა დღე ტურინში, “იუვენტუსისა” და “კროტონეს” მატჩით დასრულდა. “იუვემ” პირველ ტაიმში ერთობ უფერული ფეხბურთი აჩვენა, მაგრამ მეორე ნახევარში საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდა და ადვილად მოიგო – 3:0. აღვნიშნოთ, რომ მატია დე შილიომ იტალიის ჩემპიონატში პირველად გაიტანა გოლი. განაპირა მცველს აქამდე “მილანის” რიგებში თავი არ გამოეჩინა, აგერ “იუვენტუსში” კი საკმაო მცირე ხანი დასჭირდა სადებიუტო გოლისთვის. თანაც, ძალიან ლამაზი ბურთი შეადგო მატიამ. მანამდე, მარიო მანჯუკიჩმა გახსნა ანგარიში, ხოლო წერტილი მედჰი ბენატიამ დასვა. “კროტონე” პირველ ტაიმში “იუვენტუსის” საჯარიმოში ბურთს ერთადერთხელ შეეხო და აქედანაც ჩანს, რომ “ალიანც სთედიუმზე” ერთი გუნდი დომინირებდა. აღსანიშნავია, რომ “იუვემ” იტალიის ჩემპიონატის ეგიდით ზედიზედ 43-ე მატჩში გაიტანა გოლი და თავისავე დამაყრებული რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2013 წლის თებერვლიდან 2014 წლის მარტამდე დაამყარა.

“იუვენტუსი” ლიდერ “ნაპოლის” 4, ხოლო “ინტერს” ორი ქულით ჩამორჩება. დამდეგ ტურში კი გადასარევი აფიშა გვაქვს – “ნაპოლი” “სან პაოლოზე” “იუვენტუსის” მასპინძელი იქნება.

“მილანი” – “ტორინო” 0:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 53 923

“მილანი” (3-5-2): დონარუმა; ძაპატა, ბონუჩი, რომანიოლი; ბონავენტურა (ჩალჰანოღლუ 71), კესი, სუსო, მონტოლივო, როდრიგესი; კალინიჩი (კუტრონე 77), ანდრე სილვა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ტორინო” (4-3-3): სირიგუ; დე სილვესტრი, ნ’კულუ, ბურდისო, ანსალდი; ბაზელი (აკქუა 87), რინკონი, ობი; ნიანგი (ბოიე 77), ბელოტი, ლიაიჩი (იაგო ფალკე 69)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

გაფრთხილება: ბურდისო (43), რინკონი (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (9) – 6 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 6:1

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ჯენოა” – “რომა” 1:1 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 20 949

“ჯენოა” (3-5-2): პერინი; იცო, სპოლი, ძუკანოვიჩი; როზი, რიგონი, ველოზუ (კოფიე 90), ბერტოლაჩი, ლაქსალტი; პანდევი (ლაპადულა 63), ტაარაბტი (ომეონგა 86)

მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; ნაინგოლანი (შიკი 87), დე როსი, სტროტმანი; ელ შაარავი (გონალონსი 78), ჯეკო, პეროტი (დეფრელი 58)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 ელ შაარავი (59), 1:1 ლაპადულა (70, პენ)

გაფრთხილება: ტაარაბტი (74) – ფაციო (44), ნაინგოლანი (47), ჟუან ჟესუსი (71)

გაძევება: დე როსი (69)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (4) – 10 (8) ბურთის ფლობა: 30%-70% კუთხურები: 1:4 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

“უდინეზე” – “ნაპოლი” 0:1 (0:1)

უდინე, “დაჩია არენა”

მაყურებელი: 20 000

“უდინეზე” (3-5-1-1): სკუფეტი; ანჯელა (ბაიჩი 83), დანილო, სამირი; ვიდმერი, ბარაკი, ფოფანა (იანკტო 74), ბალიჩი, ალი ადნანი; დე პაული; პერიცა (ლასანია 60)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; მაჯო, კირიკეში, კულიბალი, ჰისაი; ალანი, ჟორჟინიო (დიავარა 71), ჰამშიკი (როგი 83); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (ზიელინსკი 77)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

გოლი: 0:1 ჟორჟინიო (33)

გამოუყენებელი პენალტი: ჟორჟინიო (33, მეკარე)

გაფრთხილება: დანილო (21), პერიკა (45), ალი ადნანი (65), დე პაული (72), ვიდმერი (89) – ჟორჟინიო (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:7 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ლაციო” – “ფიორენტინა” 1:1 (1:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 30 000

“ლაციო” (3-5-1-1): სტრაკოშა; ბასტოსი, დე ვრეი, რადუ; მარუშიჩი (ბასტა 77), პაროლო, ლუკას ლეივა, მილინკოვიჩ-სავიჩი, ლულიჩი (ლუკაკუ 62); ლუის ალბერტო (კაისედო 88); იმმობილე

მწვრთნელი: სიმონე ინძაგი

“ფიორენტინა” (4-3-3): სპორტიელო; ლაურინი (უგო 65), პეცელა, ასტორი, ბირაგი; ბენასი (საპონარა 77), ბადელი, ვერეტუ; კიეზა, სიმეონე, ტერო (ბაბაკარი 60)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

გოლი: 1:0 დე ვრეი (25), 1:1 ბაბაკარი (90, პენ)

გაფრთხილება: რადუ (88) – ასტორი (11), ლაურინი (49)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (7) – 14 (9) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დავიდე მასა

“იუვენტუსი” – “კროტონე” 3:0 (0:0)

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

მაყურებელი: 38 963

“იუვენტუსი” (3-4-2-1): ბუფონი; ბარძალი, ბენატია, ჰიოვედისი (პიანიჩი 68); ლიხშტაინერი (დე შილიო 57), მარკიზიო (სტურარო 78), მატუიდი, ალექს სანდრო; დუგლას კოშტა, დიბალა; მანჯუკიჩი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“კროტონე” (4-4-1-1): კორდაზი; სამპირისი, აიეტი, ჩეკერინი, პავლოვიჩი; ნალინი (ფარაონი 85), როდენი, ბარბერისი (რომერო 79), მანდრაგორა; ტონევი (ტროტა 75); ბუდიმირი

მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა

გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (52), 2:0 დე შილიო (60), 3:0 ბენატია (71)

გაფრთხილება: ბენატია (45), მატუიდი (50) – ბუდიმირი (32)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: ბურთის ფლობა: კუთხურები: თამაშგარე:

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 15 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 15, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 12, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 10, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 8.

თეგებისერია A
0.526828