სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

21:49 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრული ისტორია: სამოყვარულო დონიდან ევროტურნირის პლეი-ოფამდე...
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ეს ისტორია ერთი შეხედვით დაუჯერებელია და ფილმის სცენარს წააგავს. დიახ, ასეთ რამეს მხოლოდ ფილმებში თუ შევხვდებით, მაგრამ “ოსტერსუნდის” ისტორია ნამდვილია და არც მისი სცენარია, სადღაც ერთ ოთახში დაწერილ-შეთხზული.

1996 წელს, შვედეთში დაარსდა პატარა საფეხბურთო კლუბი “ოსტერსუნდი”, რომელსაც თავისი სამშობლოს მასშტაბითაც კი არ ჰქონია დიდ მწვევრალებზე პრეტენზია, მაგრამ აგერ 21 წელი გავიდა და ამ გუნდს უკვე ევროპაში იცნობენ და ამ გუნდზე უკვე ევროპის მასშტაბით საუბრობენ.

არადა, 2010 წელს, მაშინ, როდესაც უეფას თასი ევროპა ლიგით ჩანაცვლდა, “ოსტერსუნდი” გაკოტრების პირას იყო და არავინ იცოდა, გააგრძელებდა თუ არა, არსებობას. ჰო, შვიდი წლის წინ შვედური გუნდი სამოყვარული დონეზე თამაშობდა და მის რიგებში პროფესიონალი ფეხბურთელები და მწვრთნელები არ მუშაობდნენ...

“მახსოვს, რომ გადავწყვიტე დავნებებულიყავი, აღარაფერი შემეძლო. თუმცა, ერთ დღეს ჩემს კარზე დააკაკუნეს – ფეხბურთელები იყვნენ, რომლებიც მთხოვნდნენ, რომ დავბრუნებულიყავი.

მითხრეს, შენს გარეშე ყველაფერი დასრულდებაო. რამდენიმე დღე ვფიქრობდი და დაბრუნდება გადავწყვიტე. ჩვენ გვქონდა პატარა სტადიონი, გუნდის ცოტა წევრი და ბიუჯეტი, რომელიც 300 ათას ევროს შეადგენდა”, - ეს “ოსტერსუნდის” პრეზიდენტის დანიელ კინდბერგის სიტყვებია.

შვიდი წლის წინ შვედურ გუნდს მთავარი მწვრთნელიც არ ჰყავდა – სწორედ ეს უნდა ყოფილიყო ათვლის წერტილი. კინდბერგმა გადაწყვიტა, რომ საპასუხიმგებლო პოზიციაზე ლიდსის უნივერსიტეტის პროფესორი გრეჰემ პოტერი დაენიშნა, რომელსაც მანამდე შვედეთთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. მეტიც, პოტერისთვის “ოსტერსუნდი” პირველი საფეხბურთო გამოწვევა გახლდათ.

გრეჰემ პოტერი “ოსტერსუნდში” კიდევ ერთ ინგლისელ ჯეიმი ჰოპკუტთან ერთად მივიდა, რომელიც დღესაც შვედური გუნდის ღირსებას იცავს. აი, რას ჰყვება 25 წლის ნახევარმცველი:

“თავიდან მხოლოდ საღამოობით ვვარჯიშობდით – იხსენებს ჰოპკუტი, - ვთამაშობდით 300 გულშემატკივრის თანდასწრებით და რამდენიმე ფეხბურთელს საერთოდ არ ესმოდა პრეზიდენტის იდეები”.

“ოსტერსუნდის” წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო თეატრშია. შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ კინდბერგმა განაცხადა, რომ ყოველი ვარჯიშის შემდეგ ფეხბურთელებს ჩაიკოვსკის ცნობილ საოპერო ქმნილებას, “გედების ტბას” აყურებინებს...

“აქ ყოფნის დღიდან ვცეკვავ, ვკითხულობ და ვმღერი”, - იხსენებ ჰოპკუტი, რომლის გოლებმაც კლუბის ისტორია შექმნა. ინგლისელმა შვედეთის თასზე გუნდის დახმარება ვერ შეძლო, რომელიც “ოსტერსუნდმა” მოიგო და რომელმაც გუნდი ევროპა ლიგაზე გაიყვანა. იქ, სადაც დაიწერა ეს დაუჯერებელი ისტორია. თუმცა, იმავე ჰოპკუტმა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული “გალათასარაის” კარში შეძლო გოლის გატანა და დიდი როლი შეიტანა პატარა შვედური გუნდის მატიანეში ყველაზე დასამახსოვრებელ გამარჯვებაში – 2:0.

“ოსტერსუნდმა” სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა ფავორიტ “გალათასარაის” გზას “ფოლა” და ბოლოს ბერძნული პაოკ-იც გაუყენა. ასე მოხვდა “ოსტერსუდნი” ევროპა ლიგის ჯგუფში. ერთი შეხედვით ეს მაქსიმუმი უნდა ყოფილიყო, თუმცა თურმე ვინც ასე ფიქრობდა, მწარედ სცდებოდა.

ქვეჯგუფში შვედებმა ბილბაოს “ატლეტიკის”, ბერლინის “ჰერტასა” და ლუგანსკის “ზორიას” ბარიერიც დაძლიეს. სწორედ უკრაინულ გუნდთან მეხუთე ტურში მოპოვებულმა გამარჯვებამ (2:0) მოუტანა “ოსტერსუნდს” ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურის ადრე, პლეი-ოფის, 1/16 ფინალის საგზური.

ეს, თითქოს წარმოუდგენელი ისტორიაა, მაგრამ არა პრეზიდენტ კინდბერგისთვის, რომელიც ამბობს: “ამ წლების განმავლობაში ჩვენ წარმოუდგენელი რამ ვნახეთ. ჩვენ ევროპა ლიგის მოგებაც შეგვიძლია”...

ისტორია, რომელიც ნამდვილია, გრძელდება ამ ისტორიას “ოსტერსუნდი” ყოველ თამაშზე თავიდან წერს. არავინ იცის, გამართლდება თუ არა, დანიელ კინდბერგის სიტყვები ევროპა ლიგის მოგებასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც უნდა იყოს, ის და მისი გუნდი უკვე ჩემპიონია. “ოსტერსუნდმა” საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა.

სამოყვარულო დონიდან ევროტურნირების პლეი-ოფებამდე გზა კი, "ოსტერსუნდმა" შვიდ წელიწადში გაიარა და ნაკვალევზე სამოყვარულო ლიგა (2010 წელი), შვედეთის უმაღლესი დივიზიონი (ალსვენკსანი, 2015 წელი), შვედეთის თასი (2017 წელი) და ევროპა ლიგის 1/16 ფინალი დატოვა...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.109732
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X