ფეხბურთი

19:43 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფა “ბაიერნის” საკითხზე იმსჯელებს

უეფა მიუნხენის “ბაიერნის” საქმის გამოძიებას იწყებს. საქმე ეხება ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში “ანდერლეხტთან” მატჩის დროს მომხდარ ფაქტს, როდესაც გერმანული გუნდის ქომაგებმა მოედანზე ყალბი ევროები გადაყარეს. გარდა ამისა, ტრიბუნაზე ორი ბანერი გამოფინეს წარწერებით:

“დაკმაყოფილდით ხარბებო?” და “F*ck UEFA, F*ck Anderlecht”, - “ბაიერნის” გულშემატკივრებმა ასე გააპროტესტეს ბრიუსელში მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულება, რომელიც 100 ევროს შეადგენდა.

უეფა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას 7 დეკემბერს მიიღებს. არაა გამორიცხული გერმანულ კლუბს ფინანსური სასჯელი დაეკისროს, მის გულშემატკივრებს კი საგარეო მატჩზე დასწრება გარკვეული დროით აეკრძალოთ.

0.122458