კალათბურთი

11:28 | 24.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძე: “ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ”

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები დღეს მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი ქალაქ ქემნიცში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ცენტრმა გოგა ბითაძემ მატჩის წინ მოკლე კომენტარი გააკეთა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან და აღნიშნა, რომ მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ქართველი კალათბურთელები ყველაფერს გააკეთებენ სასურველი შედეგის მისაღწევად.

გერმანიისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრა თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

0.115425