ფეხბურთი

22:29 | 20.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" "ჩელსის" მიღწევა გაიმეორა

ლონდონის “არსენალმა” “ჩელსის” მიღწევა გაიმეორა. “მეთოფეებმა” ლონდონური დერბი 119-ჯერ მოიგეს პრემიერლიგაში და ამ მხრივ “არისტოკრატებს” გაუტოლდნენ. არსენ ვენგერის გუნდმა ხსენებულ ნიშნულს “ტოტენჰემის” ძლევის (2:0) შემდეგ უწია.

“არსენალისა” და “ჩელსის” შემდეგ დედაქალაქური დერბი ყველაზე მეტჯერ “ტოტენჰემს” აქვს მოგებული – 79. მეოთხე პოზიციაზეა “ვესტ ჰემ იუნაიტედი” (61 გამარჯვება).

საუკეთესო ხუთეულს კი ლონდონურ დერბიში გამარჯვებების კუთხით “ფულჰემი” ასრულებს – 25 მოგება.

0.112458