კალათბურთი

14:15 | 19.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

NBA-ში ქართული ანსამბლი იმღერებს

NBA-ში “გოლდენ სტეიტ უორიორზისა” შეხვედრის წინ ქართული ანსამბლი იმღერებს. როგორც ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში წერს, ანსამბლი “შვიდკაცა” აშშ-ს ჰიმნს შეასრულებს და ამასთან რამდენიმე ქართულ სიმღერასაც იმღებერებს.

გარდა ამისა, მატჩისას დარიგდება ფაჩულიას სახელობის სათამაშო Bubble Head.

“20 დეკემბერს, Oracle Arena-ზე, “გოლდენ სტეიტის” თამაშზე, სადაც ჩემი სახელობის სათამაშო Bubble Head დარიგდება, ქართული ანსამბლი “შვიდკაცა” შეასრულებს ამერიკის ჰიმნსა და რამდენიმე ქართულ სიმღერას.

დიდი მადლობა Warriors-სა და NBA-ს მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ უამრავი “უორიორზისა” და კალათბურთის გულშემატკივარი მოისმენს ქართულ ხმასა და სიმღერას”, - დაწერა სოციალურ ქსელში ფაჩულიამ.

20 დეკემბერს, “გოლდენ სტეიტი” “მემფის გრიზლის” უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120953