ფეხბურთი

18:32 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ფიორენტინამ” კიეზას გაუხანგრძლივა

“ფიორენტინას” შემტევმა ნახევარმცველმა ფედერიკო კიეზამ “იებთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. როგორც იტალიური გუნდი თავის ოფიციალურ ვებ გვერდზე იუწყება, ახალგაზრდა მოთამაშემ ხელშეკრულება 2022 წლის 30 ინვისამდე გააფორმა.

იტალიელი ფეხბურთელით არაერთი კლუბი იჩენდა დაინტერესებას. გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს “ინტერი” მასში 40 მილიონი ევროს გადახდას გეგმავდა. ასევე დაინტერესებას იჩენდნენ “ნაპოლი” და “პარი სენ ჟერმენი”.

მიმდინარე სეზონში 20 წლის შემტევმა 11 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11974