ფეხბურთი

16:34 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია

საქართველოს ეროვნული ლიგა ნელ-ნელა კულმინაციას უახლოვდება. 36-ე ტურში მორიგი მატჩი მოიგო თბილისის “დინამომ” და ჩემპიონობისკენ ძალზე დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა, კახა კაჭარავას გუნდისთვის ყველაფერი მარტივადაა: თუ დღეს, ქუთაისის “ტორპედო” ვერ მოიგებს, “დინამო” ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე ოფიციალურად გაინაღდებს ჩემპიონობას.

შესაძლო საჩემპიონო თამაში კი “დინამომ” მძიმე ბრძოლაში მოიგო ბათუმში, “რაგბი არენაზე” აუტსაიდერ “შუქურასთან”. ქულები ჰაერივით სჭირდებოდა აჭარულ გუნდსაც და შესაბამისად, ბრძოლა მოსალოდნელიც იყო, თუმცა ბოლოში უფრო მაღალმა საშემსრულებლო კლასმა თავისი გააკეთა – გოლი კი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. გოლი, რომელიც გამარჯვების მომტანი იყო, ძალიან ლამაზი გამოვიდა: მართალია თავიდან “შუქურას” მცველი შეცდა და ბურთი, რომელიც უნდა გაეჩერებინა გაექცა, მაგრამ ნურც კვარაცხელიას დავუკარგავთ პატარა შედევრს –ორი მცველი გააბითურა და ცხრიანში ჩააჭედა ტყავის სფერო. ეს ნიჭიერი შემტევის პირველი გოლი გამოდგა ეროვნულ ლიგაში.

დარჩენილ დროში მასპინძლებს ძალა აღარ ეყოთ სიტუაციის შესაცვლელად და “დინამომ” მოიგო. ახლა დედაქალაქური გუნდი ძალზე ახლოსაა საჩემპიონო ნიშნულთან. და მაინც, თუ დღეს “ტორპედო” “შუქურას” დაამარცხებს, სხვაობა ორი ტურისთვის მაინც სოლიდური იქნება.

“შუქურა” – “დინამო” (თბ) 0:1 (0:1)

ბათუმი, “რაგბი არენა”

“შუქურა”: მელნიჩენკო, კალანდაძე (ართმელაძე 22), გოგიტიძე, ჩაჩუამ კახელიშვილი, ჯეფინიო, კლიმიაშვილი, მარსელინიო, გურული, შალამბერიძე, ჩაგელიშვილი (მალაზონია 84)

მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი

“დინამო”: ლიტოვჩენკო, თოთაძე, გეგეჭკორი, კიტეიშვილი, მიქელთაძე (გადრანი 90), შულაია, ქოჩლაძე, სალუქვაძე, კობოური, კუცია (დავითაშვილი 46), ქავთარაძე (კვარაცხელია 57)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლი: 0:1 კვარაცხელია (78)

გაფრთხილება: ართმელაძე (45), გურული (66) – კუცია (21), კვარაცხელია (78)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.154312