ფეხბურთი

14:51 | 18.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუნდები, რომელთაც ყველა ევროტურნირი აქვთ მოგებული...

ექვსი თვის წინ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპა ლიგა მოიგო და ფეხბურთის ისტორიაში გახდა მეხუთე გუნდი, რომელსაც უეფას ეგიდით ჩატარებული ყველა ტურნირი აქვს მოგებული.

სწორედ ზემოხსენებული ხუთი გუნდის ტიტულების შესახებ ვისაუბრებთ ამ წერილში. “ბაიერნი”, “აიაქსი”, “მანჩესტერი”, “იუვენტუსი” და “ჩელსი” – ამ გუნდებს ყველა ევროპული ტურნირი აქვთ მოგებული. ჩემპიონთა ლიგიდან დაწყებული, ევროპის სუპერთასით დამთავრებული.

საინტერესოა, რომ ხსენებული გუნდებიდან ოთხს ყველა ის ტურნირი აქვს მოგებული, რომელშიც ოდესმე უთამაშია. გამონაკლისი მხოლოდ “ლონდონის “ჩელსია”, რომელმაც 2012 წელს საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ გამარჯვება ვერ მოიპოვა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ნუსხაში “არისტოკრატებიც” შეგვყევანა.

ასე გამოიყურება ხუთეულის ტიტულების მონაგარი დღემდე:

“ბაიერნი” (გერმანია)

ბუნდესლიგა – 27

გერმანიის თასი – 18

გერმანიის სუპერთასი – 6

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა – 5

ევროპა ლიგა/უეფას თასი – 1

თასების თასი - 1

ევროპის სუპერთასი – 1

საკონტინტეთაშორისო თასი/საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი – 3

“ჩელსი” (ინგლისი)

ინგლისის ჩემპიონატი – 6

ინგლისის ასოციაციის თასი – 7

ინგლისის ლიგის თასი – 5

ინგლისის სუპერთასი – 4

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა – 1

ევროპა ლიგა/უეფას თასი – 1

თასების თასი – 2

ევროპის სუპერთასი – 1

“აიაქსი” (ჰოლანდია)

ჰოლანდიის ჩემპიონატი – 33

ჰოლანდიის თასი – 18

ჰოლანდიის სუპერთასი – 8

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა – 4

ევროპა ლიგა/უეფას თასი – 1

თასების თასი – 1

ევროპის სუპერთასი – 2

საკონტინტეთაშორისო თასი/საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი – 2

“იუვენტუსი” (იტალია)

იტალიის ჩემპიონატი – 33

იტალიის თასი – 12

იტალიის სუპერთასი – 7

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა – 2

ევროპა ლიგა/უეფას თასი – 3

თასების თასი – 1

ევროპის სუპერთასი – 2

საკონტინტეთაშორისო თასი/საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი – 2

“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი)

ინგლისის ჩემპიონატი – 20

ინგლისის ასოციაციის თასი – 12

ინგლისის ლიგის თასი – 5

ინგლისის სუპერთასი – 21

ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგა – 3

ევროპა ლიგა/უეფას თასი – 1

თასების თასი – 1

ევროპის სუპერთასი – 1

საკონტინტეთაშორისო თასი/საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი - 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112538