ფეხბურთი

14:46 | 16.11.2017 | ნანახია [] - ჯერ

Marca: ნეიმარი პსჟ-ში საკუთარი სურვილით არ გადასულა

ესპანური გამოცემა Marca ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადასვლას იხსენებს და წერს, რომ ბრაზილიელი ბოლო მომენტში გარიგების გაუქმებას ითხოვდა, რადგან ბიუროკრატიული პროცედურებით დაიღალა.

წყაროს ცნობით, ნეიმარი ამ საკითხზე “ბარსელონას” პრეზიდენტს ხოსე მარია ბართომეუსაც ესაუბრა, თუმცა საქმეში ფეხბურთელის მამა ჩაერთო და საბოლოო გადაწყვეტილება შვილის ნაცვლად მან მიიღო.

25 წლის ბრაზილიელი შემტევი პსჟ-ში ამ ზაფხულს, ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდო თანხად, 222 მილიონ ევროდ გადავიდა. მიმდინარე სეზონში პარიზელთა რიგებში ჩატარებულ 12 მატჩში ნეიმარის ანგარიშზე 11 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118556